“რიყის მილები, შუშის ხიდი… გავიხედ–გამოვიხედოთ, ვის უდგას შუშის დიდი სასახლე?”

F-news

ზვიად ტომარაძე

რამდენს ვაკრიტიკებდით მიშას თბილისის იერსახის დამახინჯების გამო, ან ეს შუშა ასე რამ მოაწონა, ყველა შენობა მინისგან რომ არის დამშვენებულითქო. თურმე რიყის მილები, შუშის ხიდი, უმისამართო ველოსიპედი, გმირთა მოედნის სვეტი და სხვა მიშას კი არა, “დამკვეთის” გემოვნება ყოფილა… მიშასი თუ იყო, მაშ დღემდე რატომ არ აიღეს?

თუ კარგად დავფიქრდებით და გავიხსენებთ ვინ იყო ნაციონალების პროექტების მთავარი დამფინანსებელი, პასუხიც გვექნება. აბა კარგად გავიხედ–გამოვიხედოთ, ვის უდგას შუშის დიდი სასახლე? ვინ აშენებს პანორამა თბილისის შუშებიან შენობებს? ვის სასახლეს ამშვენებს “უმისამართო ველოსიპედის” მსგავსი თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები?

P.S. 2017 წლის 20 მაისს, “Aerosmith”-ის კონცერტის გამართვა “ბლექ სი არენაზე” საქართველოს ბიუჯეტს 5 500 000 ლარი დაუჯდება!!! მგონი ტაშ–ფანდურში გადაყრილი ფულიც მხოლოდ მიშას ბრალი არ უნდა იყოს…

 

 

 

 

კომენტარის დატოვება