დაღუპული დელფინების რიცხვი დიდია, გადარჩენილების მდგომარეობა კი მძიმე

დღეს, სულ რამდენიმე საათის წინ, ახალი ზელანდიის ნაპირზე 400-ზე მეტი დელფინი მოხვდა. სავარაუდოდ მათ გეზი აერიათ და მეჩეთზე შევიდნენ. ძუძუმწოვრების დასახმარებლად მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა.

მეცნიერებმა სულ 416 დელფინი დათვალეს, რომელთა 70 % უკვე შუადღისთვის დაიღუპა.

ადგილობრივი მედიის განცხადებით, დაღუპული დელფინების რიცხვი დიდია, გადარჩენილების მდგომარეობა კი მძიმე.

მოსახლეობა დელფინების დახმარებას ცდილობს. ხვალ, შაბათს ისინი კიდევ ელოდებიან მოხალისეებს და მოქმედების ახალ გაგმაზე გადავლენ.

კომენტარის დატოვება