როგორ ისარგებლებენ უცხოელები ქართული მიწით…

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ  შეზღუდვები, რომელსაც ჩვენ მიწის საკუთრებაზე ვაწესებთ, არავითარ შემთხვევაში არ შეუქმნის პრობლემას პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს.

მისივე განცხადებით, გაფორმდება გრძელვადიანი იჯარები, კვალიფიციურ ინვესტორებთან რათა როგორც პრემიერი ამბობს ხელი შეეწყოს უცხოური ინვესტიციების განხორციელებას.

“გარკვეული შეზღუდვები, რომელსაც ჩვენ მიწის საკუთრებაზე ვაწესებთ, არავითარ შემთხვევაში არ შეუქმნის პრობლემას პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. პირველ რიგში ეს არის აუცილებელი პასუხი ჩვენი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის სურვილზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნება ფორმები, როგორიცაა გრძელვადიანი იჯარა კვალიფიცირებული ინვესტორებისთვის და ამ გზით შესაძლებელია, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს შევუწყოთ ხელი ისე, რომ არანაირი შეფერხება არ მოხდეს და კიდევ, მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ცვლილება, რომელსაც ჩვენ ვიღებთ არ არის რა თქმა უნდა რეტროაქტიული და არსებულ მფლობელობას არ ეხება”-განაცხადა პრემიერმა.