კელი დეგნანი: არის ინფორმაცია მედიაზე და საარჩევნო დამკვირვებლებზე თავდასხმების შემთხვევებზე, ასევე ფიზიკურ დაპირისპირებაზე – მოვუწოდებ ყველას, უზრუნველყონ მშვიდი გარემო

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, საარჩევნო უბნებიდან არის ინფორმაცია მედიაზე და საარჩევნო დამკვირვებლებზე თავდასხმების შემთხვევებზე.

კელი დეგნანმა მოუწოდა ყველას, უზრუნველყონ მშვიდი გარემო, რათა ამომრჩეველმა უსაფრთხოდ შეძლოს ხმის მიცემა.

„საქართველოს მასშტაბით საელჩოს ჰყავს 70-მდე ადამიანისგან დაკომპლექტებული 26 ჯგუფი, რომლებიც ხედავენ განსხვავებულ რაღაცებს ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში. არის ინფორმაცია მედიაზე და საარჩევნო დამკვირვებლებზე თავდასხმების შემთხვევებზე, რომლებსაც არ ეძლევათ უბნებზე შესვლის საშუალება, ასევე მხარეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაზე. უბრალოდ მოვუწოდებ ყველას, უზრუნველყონ მშვიდი გარემო, რათა ამომრჩეველმა უსაფრთხოდ შეძლოს ხმის მიცემა. ჩვენ გვსურს მაღალი აქტივობა, რომ ქართველმა ლიდერებმა შეძლონ მოსახლეობის ხმის გაგება, რა არის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი. ასე მუშაობს დემოკრატია საუკეთესოდ. ვიმედოვნებ, მოსახლეობა გამოვა. ატარეთ ნიღბები, მაგრამ გამოდით და მიეცით ხმა“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.