დროებით საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობით ევროპული საქართველოა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დროებით საგამოძიებო კომისიაში ფრაქციათა კვოტები განსაზღვრა

„2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელ“ დროებით საგამოძიებო კომისიაში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე იმსჯელა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე.

კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა კოლეგებს ინფორმაცია გააცნო იმის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტის 31 მაისის გადაწყვეტილებით პარლამენტში შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით შედგება 17 წევრისაგან და საპარლამენტო უმრავლესობას კომისიაში არ ექნება უმრავლესობა.

მისივე განმარტებით, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად კვოტები გადანაწილდა შემდეგნაირად:

  1. ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 1 წევრი;
  2. ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 1 წევრი;
  3. ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველები“ – 1 წევრი;
  4. ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორები“ – 1 წევრი;
  5. ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ დემოკრატები“ – 1 წევრი;
  6. ფრაქცია „ქართული ოცნება –  რეგიონების განვითარებისთვის“ – 1 წევრი;
  7. ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეები“ – 1 წევრი;
  8. ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკა“ – 1 წევრი;
  9. ფრაქცია „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 4 წევრი;
  10. ფრაქცია „ევროპული საქართველო – რეგიონები“ – 1 წევრი;
  11. ფრაქცია „ევროპული საქართველო“ – 1 წევრი;
  12. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“- 1 წევრი;

13 ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“ – 1  წევრი;

  1. პარლამენტის წევრები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში- 1 წევრი.

კომისიის თავმჯდომარე იქნება ოპოზიციის მიერ დასახელებული კანდიდატი.

გიორგი კახიანის თქმით, საკითხი წარედგინება პარლამენტის ბიუროს. ასევე ბიურო განსაზღვრავს ფრაქციების მიერ კანდიდატების წარდგენის ვადას. ბიუროს მიერ საკითხის დამტკიცების შემდეგ დადგება მეორე ეტაპი, როდესაც გაირკვევა რომელი ფრაქცია როგორ გამოიყენებს საკუთარ კვოტებს. 

კომიტეტმა კენჭისყრით დაუჭრა მხარი განხილულ საკითხს.