პარტია „საქართველო“ ხელისუფლებას პროკურორობის კანდიდატად ზურაბ ჯორბენაძეს სთავაზობს

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, პარტია „საქართველო“-ს თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილი აცხადებს, რომ პროკურორობის თანამდებობაზე მათ საკუთარი კანდიდატურა ჰყავთ.

-მიმდინარეობს მთავარი პროკურორების კანდიდატების შერჩევა. ჩვენ ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება რომ მთავარი პროკურორობის კანდიდატად შემოგთავაზოთ ჩვენი კანდიდატურა, ცნობილი იურისტი და უფლებადამცველი ზურაბი ავთანდილის ძე ჯორბენაძე-აცხადებს ლილუაშვილი.