მთავრობა, რომელიც გამოდის და იძახის, რომ ერთ საათში აგვიღებენ, რათ გვინდა ჩვენ ჯარი, სწორედ ის არის ,,ომის პარტია” – მიხეილ სააკაშვილი

მთავრობა, რომელიც გამოდის და იძახის, რომ ერთ საათში აგვიღებენ, რათ გვინდა ჩვენ ჯარი, სწორედ ის არის ,,ომის პარტია” – ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე განაცხადა.

,,როდესაც საუბრობენ, რომ ჩვენ ვართ ომის პარტია, მთავრობა რომელიც გამოდის და იძახის 1 საათში აგვიღებენ, რათ გვინდა ჩვენ ჯარი, აი ისინი არიან ომის პარტია, ვინც ქადაგებს უძლურებას, ის იწვევს დამპყრობელს აქ შემოსასვლელად. მთავარსარდალი, რომელიც გამოდის და მრავალი წლის განმავლობაში იძახის რომ ქართველი ჯარია დამნაშავე და არც კი გაუხარდა ჰააგაში ჩვენი სრული გამართლება, ის არის ომის პარტია. ომის პარტია არის ყველა ის, ვინც მიწასთან ასწორებს ჩვენს ჯარისკაცებს და ვინც იძახის რომ საქართველოში არ არის პერსპექტივა მომავლის.”  – აღნიშნა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.