გუშინ გამოვიდა ხალხი და ითხოვდა მოხსენით აქციზი, დღეს გამოვიდა მთავრობა და თქვა, ყველა ვინც გამოდის ქუჩაში არის ნაციონალი – ამათ მართლა დეგენერატები ხო არ ვგონივართ?! – მიხეილ სააკაშვილი საწვავის ფასებზე

მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში, საწვავის ფასებთან დაკავშირებით დაწყებულ აქციებსა და ამ აქციებზე ,,ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებს დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოეხმაურა.

,,გუშინ გამოვიდა ხალხი და ითხოვდა მოხსენით აქციზი, დღეს გამოვიდა მთავრობა და თქვა, ყველა ვინც გამოდის ქუჩაში არის ნაციონალი და თუ ჩვენ შევამცირებთ დღგ-ს დავკარგავთ მილიარდ ლარს. ამათ მართლა დეგენერატები ხო არ ვგონივართ?!

1 მილიარდი არის 200 მილიონი, რომელსაც ისინი ხარჯავენ მანქანებზე, 1 მილიარდი ლარის არის 400 მილიონი რომელსაც ხარჯავენ პრემიებზე, მათ შორის პროკურატურაზე, სასამართლოზე, ხალხის დაშლაზე, რამდენიმე ასეული მილიონი ლარი არის ის, რასაც ისინი ხარჯავენ პპროკურატურის ახალი შენობის აშენებაზე. უკვე 2 მილიარდი ლარი თავისუფლად შეიძლება ამოიღო ბიუჯეტიდან რომ ახალ სავარძლებში და ახალ მანქანებში არ გადასხდნენ ისინი და ეს რეალურად გადაწყვეტს ამ პრობლემას. ე.ი. ყველა ვისაც შია, სწყურია, ბავშვებს ვერ აჭმევს და ვერ აძლევს განათლებას, თურმე ნაციონალია და ვინც გაზულუქებულია, ხალხს ძარცვავს- არის ქოცი. ქოცი და ნაცი აქ არაფერ შუაშია. აქ არის ქართველი ხალხი” – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.