დილიდან ჩაკეტილია ახალგორის ე.წ გადასასვლელი

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგორის ე.წ. გადასასვლელი დღეს დილიდან ისევ ჩაკეტეს .

მისივე თქმით, დღეს ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აღარავინ გადმოსულა.

ახალგორის ე.წ. გადასასვლელის შესაძლო ჩაკეტვაზე, ინფორმაცია გუშინ, მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა გაავრცელა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული ვადა ამოწურულია.