„საქართველოს ხმად“ აღიარებული ლეგენდარული მომღერალი

მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი ჰამლეტ გონაშვილი დაიბადა 1928 წლის 20 ივნისს. 1953–69 საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წამყვანი მომღერალი იყო. ჰქონდა განსაკუთრებული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, იშვიათი სილამაზის, რბილი ტემბრის ხმა, ვირტუოზული საშემსრულებლო ტექნიკა, მაღალი გემოვნება.

1969–85 ქართული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში “რუსთავში” მოღვაწეობდა (ხელმძღვანელი ა. ერქომაიშვილი), თანაბარი წარმატებით ასრულებდა როგორც ქართლ–კახურ, ისე იმერულ–გურულ საგალობლებს, მეგრულ და აფხაზურ სიმღერებს (მთქმელის პარტიას).

მისი რეპერტუარიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია “წინწყარო”, “წმინდაო ღმერთო”, “გაფრინდი, შავო მერცხალო” და სხვა. წარმატებით ასრულებდა ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებსაც. მისი შემოქმედება, ერთი მხრივ, ხალხურ პირველწყაროსთან სიახლოვითაა აღბეჭდილი, მეორე მხრივ კი ქართული და დასავლურ ევროპული კლასიკური მუსიკის ესთეტიკის იდეალების ერთგვარი სინთეზია. 1980 წელს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

ჰამლეტ გონაშვილი ხალხურსიმღერებს მღეროდა. ყველა კუთხის სიმღერას დიდი წარმატებით ასრულებდა. მღეროდააგრეთვე ქართველი კომპოზიტორების სიმღერებსაც. თურმე სიმღერას რომ ამუშავებდა,საათობით უსმენდა ძველ ჩანაწერებს, ყველას რჩევას ეკითხებოდა, ყველას აზრსითვალისწინებდა. შემდეგ კი თვითონ მღეროდა სრულიად განსხვავებულად, საოცრად დალამაზად. გონაშვილთან ერთად დუეტში სიმღერა რთული იყო. მასთან დუეტზე ყველა ართანხმდებოდა. თვითონაც ერთსა და იმავე სიმღერას ორჯერ ერთნაირად არ მღეროდა.ყოველთვის განსხვავებულად და შთამბეჭდავად ასრულებდა სიმღერას. ჰამლეტ გონაშვილის ცნობილი სიმღერებია: „ოროველა“, „ურმული“, „წინწყარო“, „ქმნიდაო ღმერთო“, „დაიგვიანეს“ და „გაფრინდი, შავო მერცხალო“.

ჰამლეტ გონაშვილის ხმა რამდენიმე კინოფილმშია გამოყენებული. მათგან ერთ-ერთიცნობილი ფილმია „ნოსფერატუ – ღამის ფანტომი“. თუმცა ფილმის შესახებ ინფორმაციაში ჰამლეტ გონაშვილის გვარი არსადაა მითითებული. მეორე ფილმი იაპონური ანიმაციური ჟანრისაა. ამერიკულ ფილმში „ბარაკა“, რომლის რეჟისორია რონ ფრიკე, ისმის ჰამლეტ გონაშვილისქართული სიმღერა. „ბარაკა“ დოკუმეტური ჟანრის ფილმია, რომელიც 1992 წელს გადაიღეს თავის თავზე ლაპარაკი არ უყვარდა.

თავმდაბალი ადამიანი იყო. როდესაც ვინმე მის ქებასდაიწყებდა, ცდილობდა იქაურობას გასცლოდა. სიმღერის ჩაწერიდან როცა ბრუნდებოდა,მეუღლე ჰკითხავდა, ჩაწერამ როგორ ჩაიარაო. ჰამლეტი ყოველთვის ერთსა და იმავესპასუხობდა; „ისე რა, ხვალ კიდევ უნდ მოვისმინო და კიდევ ერთხელ ჩავწეროთო“. ამ დროსუკვე საუკეთესო ჩანაწერი იყო გაკეთებული და განმეორება აღარ სჭირდებოდა.

ჰამლეტ გონაშვილი 1985 წლის ივლისში კახეთში გასტროლებზე წავიდა. კონცერტის შემდეგ თავის სოფელში დარჩა ნათესავებთან. ნათესავმა სთხოვა, ერთი ხის ტოტი ეზოსცუდად მიჩრდილავს და იქნებ მომიჭრაო. ჰამლეტი ხეზე ავიდა. ხიდან ფეხი დაუცურდა დაჩამოვარდა. ხიდან ჩამოვარდნილი ჰამლეტი გარდაიცვალა. ის თბილისში, საბურთალოს სასაფაოზე დაკრძალეს. შემდეგ კი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს.

ჰამლეტ გონაშვილს დღემდე ლეგენდარულ მომღელად მიიჩნევენ.