ფეკალური მასები ქუჩაში- “მაკდონალდსის” ხელმძღვანელობა პრობლემას ამ დრომდე ვერ აგვარებს

დავით ცხვარაძე

ქუთაისში “მაკდონალდსის” შენობიდან ქუჩაში ფეკალური მასები მოედინება, პრობლემის მოგვარებას მთელი დღეა უშედეგოდ ცდილობს კომპანიის ხელმძღვანელობა.

დატბორილია ჭავჭავაძის ქუჩის რამდენიმე მეტრიანი მონაკვეთი, ფეკალური მასები სამანქანაო გზაზე ამ დრომდე გადმოდის.

ცნობისთვის, კომპანია მაკდონალდსის პერსონალი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი პრობლემა დილით აღმოიფხვრება, ადმინისტრაცია შენობის ქვეშ გაყვანილ საკანალიზაციო მილის გამოცვლას გეგმავს.

ფოტოები ადგილიდან: