ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესი 12:00 საათზე განახლდება

11-12 მარტის ბათუმის აქციის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დაკავებულების ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესი დღეს, 12:00 საათზე განახლდება.

საქმეზე მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე იმსჯელებს.

ირაკლი ჩხვირკვიას ადვოკატი მოითხოვს, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება დაუშვებლად იქნას ცნობილი. რაც შეეხება ღოღობერიძეს, მისი ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს.

ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობაზე საუბრობენ. მათი მხარდამწერები სზოგადოებას თანადგომისა და სასამართლოში მისვლისკენ მოუწოდებენ.