ბიძინა ივანიშვილმა მთავარი მმართველობითი სისტემა გადმოსცა ერთ წინადადებაში და უთხრა ქართველ ხალხს, თუ როგორ უნდა ეცხოვრა ზოგადად, მას ამისთვის ყოველთვის მადლობას ვეუბნები – იაგო ხვიჩია

რაც არ უნდა ცინიკურად ჟღერდეს, მართლა ასე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილმა მთავარი მმართველობითი სისტემა გადმოსცა ერთ წინადადებაში და უთხრა ქართველ ხალხს, თუ როგორ უნდა ეცხოვრა ზოგადად, – ამის შესახებ „გირჩი“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველის“ ეთერში საარჩევნო სისტემის ფორმირებასა  და პარლამენტში შესვლაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილმა აღნიშნული სისტემა ვერ განახორციელა, რადგან  თავის გუნდშიც ვერ იპოვა ამ იდეიის მომხრეები.

„მართალია, მან ეს ვერ განახორციელა იმიტომ, რომ საკუთარ გუნდშიც ვერ გაიგეს ამ იდეის სიდიადე, მაგრამ ეს იდეა დარჩა და ამისთვის ბიძინა ივანიშვილის ყოველთვის მადლობას ვეუბნები

ახლა, ჩვენი ვალდებულებაა, მათ  შორის „ქართული ოცნების“ წევრები ჩემზე მეტად უნდა გრძნობდნენ ამ ვალდებულებას, რომ ეს სისტემა, რომელიც ბატონმა ბიძინამ გიაზრა, სხვებმა კი ჯერჯერობით ვერა, ქართველ ხალხს ჰქონდეს, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვაროთ ის პრობლემა, რომელიც სულ გვქონდა – ერთპიროვნული, ერთპარტიული მმართველობა და ერთმანეთის ჭამა,“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

აქვე ხვიჩიამ დასძნა, რომ  „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერთან, მამუკა მდინარაძესთან შეხვედრისას „გირჩის“ პირობა იყო რომ –  „თუ „ქართული ოცნება“ მოლაპარაკების მაგიდაზე სრულად პროპორციულ სისტემას ბუნებრივი ბარიერით დადებდა,  შევდიოდით პარლამენტში და ჩვენს კოლეგებსაც შევიყვანდით“.