ვერ ვიჯერებ რომ ქართველები, ჩვენი ძმები და დები საშუალებას მისცემთ იმას, რომ იარაღი კონტრაბანდის გზით შემოდიოდეს რუსეთში – უკრაინის ვიცე-პრემიერი

„არ ვამბობ, რომ იბრძოლოთ ჩვენს გამო, მოგვცეთ იარაღი. ის მაინც ქენით, რომ არ დაუშვათ კონტრაბანდული იარაღი თქვენს ტერიტორიაზე, ამ პატარა ნაბიჯით მაინც გააკეთეთ ის, რომ ომი გაჩერდეს მომავალში“, – ასე ეხმაურება უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერესჩუკი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების ქვეშ მყოფი ტვირთების მიღებაში ეხმარება.

„ჩვენმა სადაზვერვო სამსახურმა სახალხოდ განაცხადა, დაადანაშაულა რუსეთი და საქართველო, რომ ისინი ჩვენს ზურგს უკან აწარმოებენ მოლაპარაკებებს, როგორ გახსნან კონტრაბანდის გზა. აქ საუბარია საომარ ტექნიკაზე, ნაწილებზე.

როგორც ვიცე-პრემიერმა მინდა ვიკითხო, ადამიანი რომელიც იყო დეპუტატი და შედიოდა საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფში, რომელიც ყოველთვის დიდ პატივს სცემდა ქართველ ხალხს, ხელისუფლებას, გვესმის 2008 წლის შემდეგ როგორ გავერთიანდით, გავაერთიანეთ ძალისხმევა, გავაკეთეთ ყველაფერი, რომ ევროკავშირისკენ ერთად წავსულიყავით.

რატომ აძლევთ თქვენს ხელისუფლებას უფლებას მისცენ ბრძანებები საქართველოს სპეცსამსახურებს, რომ თვალი დახუჭონ ამ ყველაფერზე.

დიდი იმედი მაქვს, ქართველი ხალხი, რომელსაც ქუჩაში ვხედავთ ასობით ათას ადამიანს, რომელიც ომის წინააღმდეგ გამოდიოდა, მათ არ უნდათ საქართველოს ხელისუფლება ასე იქცეოდეს უკრაინასთან მიმართებით.

ვერ ვიჯერებ, რომ თქვენ ქართველები, ჩვენი ძმები და დები საშუალებას მისცემთ იმას, რომ იარაღი კონტრაბანდის გზით შემოდიოდეს რუსეთში, რომელიც კლავს ჩვენს მოსახლეობას. ნუ თუ ეს შესაძლებელია? ჰკითხეთ ეს თქვენს თავს რატომ მოხდა ეს, როგორ მოხდა და რა გავაკეთეთ!

2008-ში თქვენ დაგაბრალეს რომ თავს დაესხით რუსეთს, ახალა უკრაინა დაესხა თავს, ნუ თუ ამ ყველაფრის გჯერათ? თქვენ გჯერათ რომ ჩვენ ქალებს და ბავშვებს ვკლავდით ბუჩაში! გააჩერეთ თქვენი ხელისუფლება აუხსენით რომ ამისგან არაფერი კარგი არ მოვა. ჩვენ გვინდა მშვიდობა, მოდი გავერთიანდეთ.

არ ვამბობ რომ იბრძოლოთ ჩვენს გამო, მოგვცეთ იარაღი. ის მაინც ქენით რომ არ დაუშვათ კონტრაბანდული იარაღი თქვენს ტერიტორიაზე, ამ პატარა ნაბიჯით მაინც გააკეთეთ ის, რომ ომი გაჩერდეს მომავალში“, – აცხადებს უკრაინის ვიცე-პრემიერი.