ალუდა ღუდუშაური – ნიკა მელია იტყვის, რომ ამნისტიაზეც თანახმაა და რამდენიმე თვეში ბოდიშს მოუხდის საზოგადოებას

ნიკა მელია დღეს უკვე გირაოზეც თანახმაა და იხვეწება. გავა დრო და იტყვის, რომ ამნისტიაზეც თანახმაა და კიდევ უფრო შორეულ მომავალში, რამდენიმე თვეში ბოდიშს მოუხდის საზოგადოებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიამ პირდაპირ, უთქმელად შეასრულა მიხეილ სააკაშვილის დავალება და ჩაიგდო თავი კომიკურ მდგომარეობაში.

​„მე, როგორც ერთ რიგით ქართველ მოქალაქეს, ბატონი მელია მეცოდებოდა ორი კვირის წინ, ერთი თვის წინ და მაშინაც, როდესაც თავისი თავის პოლიტიკური დასამარების და სააკაშვილის ნარატივის გზას დაადგა. დღეს კიდევ უფრო მეტად მეცოდება, რადგან რეალურად არის შესაბრალის მდგომარეობაში. ემპათიას იწვევს მისი ის მდგომარეობა, როგორშიც ახლა იმყოფება. როდესაც ვსაუბრობთ ბატონ მელიაზე, ის დღეს არის განულებული პოლიტიკური დივიდენდის მქონე, ამ ეტაპზე ჯერ კიდევ პოლიტიკოსი. ბუნებრივია, მის პოლიტიკურ გმირად ქცევას ნათელი ვერ მოეფინა და ხორცი ვერ შეესხა, როდესაც მან აირჩია სააკაშვილის მითითებების მონური მორჩილება და თავი შეისახლა პრაქტიკულად საპყრობილეში. ამბობდა, რომ კანონზე მაღლა იდგა, ვერავინ დაიჭერდა, მაგრამ კანონი, ასრულდა და კანონთან ნულია როგორც მელია, ასევე ყველა სხვა. აქაც დამარცხდა ბატონი მელია, დამარცხდა მაშინაც, როდესაც იძახდა, რომ ვერავინ გამოიყვანდა და გირაოზე უარს ამბობდა. ვნახეთ, რომ დღეს უკვე გირაოზეც თანახმაა და იხვეწება. გავა რამდენიმე ხანი და იტყვის, რომ ამნისტიაზეც თანახმაა და კიდევ უფრო შორეულ მომავალში, რამდენიმე თვეში ბოდიშს მოუხდის საზოგადოებას.

მან პირდაპირ, უთქმელად შეასრულა ბატონი სააკაშვილის დავალება და ჩაიგდო თავი კომიკურ მდგომარეობაში, როგორც ადამიანურად, ასევე პოლიტიკურად“, – განაცხდა ალუდა ღუდუშაურმა.