ძალიან სამწუხაროა, რომ იაფი რუსული ნავთობი უნგრელი პოლიტიკოსებისთვის ახლა უკრაინულ სისხლზე მნიშვნელოვანია – ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი

ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი იანა ჩერნოხოვა უნგრეთში დაგეგმილ „ვიშეგრადის ჯგუფის“ თავდაცვის მინისტრების სამიტზე პროტესტის ნიშნად არ ჩავა. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.

ჩერნოხოვამ ​რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიცია გააკრიტიკა.

„მე ყოველთვის ვუჭერდი მხარს „ვიშეგრადის ჯგუფს“ და ძალიან სამწუხაროა, რომ იაფი რუსული ნავთობი უნგრელი პოლიტიკოსებისთვის ახლა უკრაინულ სისხლზე მნიშვნელოვანია“, – წერს ჩერნოხოვა.