ოკუპანტებმა უკრაინაში 136 ბავშვი მოკლეს

რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 136 ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 31-ე დღეს ქვეყანაში ოკუპანტების აგრესიას 136 ბავშვი ემსხვერპლა. დაშავებულია 199 ბავშვი. ყველაზე მეტად დაზარალდნენ კიევში, ხარკოვში, დონეცკში, ჩერნიგოვში, ზაპოროჟიესა და ხერსონში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, უკრაინის პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ 25 მარტს დონეცკის რეგიონში რუსი სამხედროების მიერ დაბომბვის შედეგად ცხრა წლის ბავშვი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.