მუსლიმური სამოსი ფარავს სახეს და პერსონის იდენტიფიკაციას შეუძლებელს ხდის

guardian-ის ინფორმაციით, ჰოლანდიის სენატმა მხარი დაუჭირა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სახელისუფლებო შენობებში, სკოლებსა და საავადმყოფოებში მუსლიმური სამოსის, ბურკის ტარების ამკრძალავ კანონს, ასე რომ, ნიდერლანდებში ბურკის ტარება მალე დაჯარიმებადი გახდება. მიზეზი ის არის, რომ მუსლიმური სამოსი ფარავს სახეს და პერსონის იდენტიფიკაციას შეუძლებელს ხდის. კანონის დამრღვევს ჯარიმა 400 ევროს ოდენობით დაეკისრება. კანონი მიღებულია, მაგრამ ჯერ უცნობია, როდის შევა ის ძალაში, რადგან ეს კანონპროექტი ჰოლანდიის პარლამენტის ქვედა პალატამ ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო.

გამოცემა წერს, რომ ამ საკითხზე კონსულტაციებს უახლოეს პერიოდში ჰოლანდიის შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიციასთან და სხვა კომპეტენტულ უწყებებთან გამართავს.