ჩემი რაიონის 44 ხმიანმა დეპუტატმა დამაწყნარა -ჩოჩელმა რომ წინასაარჩევნოდ ფული დახარჯა, ლარი მაგან გააუფასურა და დავასტაბილურებო ….

დინა მირცხულავა

ჟურნალისტი

ის დროა, მოკეტილში რომ უნდა იჯდე და “გამარჯვებულს” ეძგუნტებოდე, ეგება ორი კაპიკი გადმოგიგდოს, რომ ეს ცივი ზამთარი უგაზოდ და უშუქოდ არ გაატარო …

“ჩემი ენა ჩემი მტერია “- სი არ იყოს , უნდა ვთქვა მაინც ….

ვერსად ვიპოვე , ის ასდოლარიანი, რომ გადაახურდავებ და ბეეევრი ლარი მოგივა !

ჩემი რაიონის 44 ხმიანმა დეპუტატმა კი ასე დამაწყნარა :

– აი, ცეზარ ჩოჩელმა რომ წინა საარჩევნოდ ფული დახარჯა , ლარი მაგან გააუფასურა და დავასტაბილურებო ….
შევუძახე თავს, პაწაც მოითმინე, ცეზარი იმ ქარხნებს მიხედავს და ეს “ორმოცდაოთხიანი” ლარს მეთქი…
თქვენც არ მომიკვდეთ !!!
ვერც დაასტაბილურა და ვერც გაამყარა, ვერც დაამყარა !

ახლა კითხვები მაქვს :

შენს რაიონში ხალხი რომ უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს- ესეც ცეზარის ლარის ბრალია ?!

იცით, რა ღირს ერთი მანქანა შეშა ?!

– ოღონდ არჩევნები მომაგებინეთ და ტყე სულ თქვენი იყოსო, რომ დაპირდით მეტყეევეებს….
იმათია, ბატონო !!!!

ახლაც ხარჯავს ოპონენტი ფულს ?!

რატომ ვერ შველით საკუთარ ამომრჩეველს ?!

რატომ ატყუებთ მხარდამჭერებს, რომ ჩოჩელის ქარხანაში და ზეიკიძის ქარხანაში დაასაქმეეებთ ?!
თქვენ ხომ არ ემეგობრებით ლარის მხარჯველებს ?!

ისე, გეთანხმებით, ცეზარი ლარს ხარჯავდა …
თქვენ კი უცხოურ კუპიურაზე ყიდულობდით ხმებს, ბუნებრივია ეროვნულ ვალუტაზე გადაყვანილს !

ჰოდა, შეეშვით ახლა ოპონენტს და გაამყარეთ ლარი, ისე არა ოღონდ, როგორც დეპუტატის “ორმოცდაოთხიანი” მანდატი !

პ.ს. ის ქართული ანდაზა მახსენდება ისე, “არამკითხე მოამბეო, მიტყიპე და მიაგდეო !”

არავინ არაფერს გეკითხება და იჯექი რა მოგუდულში, ვიდრე ბიძინა შემოგძახებს :
“ჯოხი მოინახებაო, დიტო გაილახებაო !”

ჰო, მართლა , სახლთან არ მიდარაჯოთ სტატუს-კომენტარების გამო, როგორც ზოგიერთი დეპუტატის შემთხვევაში…

კომენტარის დატოვება