რატიფიცირების შემდეგ დღეს საქართველოს EUROJUST-ის პრეზიდენტი ეწვევა

დღეს საქართველოს EUROJUST-ის პრეზიდენტი ლადისლავ ჰამრანი ეწვევა. 28 მაისს EUROJUST-ისა და საქართველოს თანამშრომლობის შეთანხმების რატიფიცირება მოხდა, რაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის სფეროში, ევროკავშირის თანამშრომლობის სააგენტოსთან ერთად, მძიმე დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერებას. განსაკუთრებით, ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას.

საქართველოს გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძესთან შეხვედრის შემდეგ ჰამრანი მონაწილეობას მიიღებს პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ შეხვედრაში, რომელსაც მასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები დაესწრებიან.