“ლიბერალიზმის ფიასკო ევროპაში რა გაკვეთილი უნდა ავითვისოთ ჩვენ?..”

ოთარ ფანცულაია

-რა იყო ლიბერალიზმის ფიასკოს მიზეზი ევროპაში? რა გაკვეთილი უნდა ავითვისოთ ჩვენ?

– გარდა იმ მიზეზებისა, რომლებსაც თქვენც მარტივად ჩამოთვლით, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ნეოლიბრალიზმმა დისტანცირება მოახდინა იდეოლოგიის სხვა მიმართულებებთან, რატომღაც გადაწყვიტა, რომ მისი შეხედულებები ყველაზე ოპტიმალურია და რევიზიას არ საჭიროებს. მან საკუთარ წიაღშივე დაიწყო ბრძოლა განსხვავებულ შეხედულებებთან და შედეგიც დადგა. ადრეც ვწერდი იმის შესახებ, რომ კლასიკური ლიბერალიზმი თანდათან კონსერვატიზმის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად იქცა. დიდი ალბათობით იგივე ტენდენციას დაექვემდებარება ლიბერტარიანიზმიც.

მოჭარბებულმა ნეოლიბერალიზმმა ანტილიბერალური განწყობების ზრდა გამოიწვია. მოსახლეობის აზრის უგულვებელყოფამ და მასიურმა მიგრაციამ ასახვა ჰპოვა არჩევნებზე. კონსერვატორებმა პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარეს, ხოლო ნამდვილი სენსაცია იყო ნაციონალისტების არნახული წარმატება. თუმცა საქმის ამგვარად განვითარება რამდენიმე წლის წინაც ადვილად პროგნოზირებადი იყო. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ 2004 წლამდე ნაციონალისტური პარტიები პრაქტიკულად არ არსებობდნენ.

– გაკვეთილი: ლიბერალიზმმა ამოწურა საკუთარი იდეები, ის თანდათან დეგრადირდება და აღარ მოიაზრება წამყვან პოზიციებზე. შედარებით ნელი ტემპით ჰკარგავს აქტუალობას სოციალიზმი, ის თანდათან ცენტრისტული ხდება და შესაძლოა მომავალში სწორედ მან შთანთქას ნეოლიბერალიზმი. მყარად ინარჩუნებს დომინანტურ როლს კონსერვატიზმი, ხოლო სწრაფი ტემპებით ვითარდება ნაციონალიზმი, მეტადრე მისი რადიკალური მიმართულებები.

– როგორ მოვიქცეთ ჩვენ?

ახალი პოლიტიკური ძალის ფარგლებში ჩვენ დავდებთ ახალი ტიპის იდეოლოგიას, რომელიც სამოქალაქო პატრიოტიზმის და ეროვნული კონსოლიდაციის იდეაზე ავაგებთ, იქნება კონკურენტუნარიანი და არ დაჰყოფს ქვეყნის მოსახლეობას იდეოლოგიური, პოლიტიკური, ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით. საქართველოს ყველა მოქალაქე თანაბრად გაინაწილებს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას ქვეყნის წინაშე, მთავარ აქცენტს გავაკეთებთ ეკონომიკის და საგანმანათლებლო რეფორმებზე.

– კარგად გავითავისოთ გაკვეთილები და ტენდენციები, რადგან წინ უამრავი რთული გამოცდა გველის