12 აგვისტოს 14-29 წლამდე მოქალაქეებისთვის მუზეუმში შესვლა უფასო იქნება

12 აგვისტოს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 10:00 საათიდან 17:30 საათამდე, 14-29 წლამდე ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში შესვლა უფასო იქნება.

კომენტარის დატოვება