„კატასტროფა შატილში – კოშკებს საფრთხე ექმნებათ!..“

სოციალურ ქსელში ფეისბუქ-მომხმარებელი, ექიმი ვაჟა ჭინჭარაული შატილში გადაღებულ სურათებს ავრცელებს და წერს:

-„კატასტროფა შატილში.
23 მაისს ღამით ნგრევა განიცადა #6 ადაბტირებული კოშკის დასავლეთმა კედელმა, რომელმაც ნაწილობრივ სალუდეც დააზიანა. მოსალოდნელია სამხრეთის კედლის ნგრევაც. საფრთხე ექმნება მიმდებარე #5 კოშკსაც“.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ საკითხზე საყდრისის კომიტეტი უკვე ესაუბრა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელს ნიკოლო ანთიძეს და დღეს დილიდან სააგენტოს წამრომადგენლები გაემგზავრნენ შატილში სიტუაციის შესაფასებლად.