ხანდოს ხეობაში სამ ადგილზე მუშაობა შეჩერებულია

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცეპრემიერი კახი კალაძე აცხადებს, რომ ხანდოს ხეობაში სამ ადგილზე მუშაობა შეჩერებულია. როგორც კახი კალაძემ განაცხადა, გერმანული კომპანიის წარმომადგენლებმა ხანდოს ხეობაში კვლევას ჩაატარეს.

„სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა შეჩერებულია  სამ ადგილზე. ამ ეტაპზე ველოდებით გერმანულ კომპანიას, ჩამოვიდნენ კვლევები ჩაატარეს. ჩატარებულ კვლევებს ვაჩვენებთ ადგილობრივ მოსახლეობას და დავარწმუნებთ იმაში, რომ ამ ყველაფერში საფრთხის შემცველი არაფერი არ არის“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, კვლევის შედეგებს ადგილობრივ მოსახლეობას აუცილებლად გააცნობენ, რომ დაარწმუნონ პროექტის უსაფრთხოებაში.

ხანდოს ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას აპროტესტებს.