გაერთიანებული ოპოზიცია ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს

“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში დასრულდა გაერთიანებული ოპოზიციის  შეხვედრა.  შეხვედრიდან გამოსულმა პოლიტიკურმა ლიდერებმა როგორც განაცხადეს, 4 აპრილს, დღის 4 საათზე თბილისში, რუსთაველის გამზირზე  გაიმართება ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია, სადაც ოპოზიცია საზოგადოებას გააცნობს მოქმედების სტრატეგიას. ასევე შეთანხმდნენ რომ მაჟორიტარულ ოლქებში ეყოლებათ ერთი კანდიდატი, რომელსაც არც ერთი სხვა ოპოზიციური პარტია არ დაუპირისპირდება.  მანამდე კი გაერთიანებული ოპოზიცია როგორც აცხადებს, საქართველოს მასშტაბით იქნება პიკეტირება  და  აქციები. პარტიის ლიდერები რეგიონებში გასვლას და მოსახლეობასთან შეხვედრებს აპირებენ.