“ეს წრეზე ნაბრუნი ურეიტინგო ე.წ. ლიდერებიც გადავწიოთ ოდნავ უკან…გამოვიყვანოთ ახალგაზრდები”

ირაკლი ღლონტი

“კანონი და სამართალი”

ნემცოვი ტყუილად არ მიხსენებია 4 წლის წინ…არც დიქტატურა, როცა ზოგიერთები ერთად ძოვდით ამ უკანასკნელის საძოვარზე…

ახლა რა მინდა გითხრათ, კარგად მომისმინეთ, ამ შემადგენლობით და ამ ტემპით ოლიგარქს კი არა რუსთავის მერს ვერ შევცვლით და თუ ცვლილება გვინდა დავსხდეთ, ხალხთან ჩვენ ბევრი გვაქვს სათქმელი და უნდა ვუთხრათ, ეს წრეზე ნაბრუნი ურეიტინგო ე.წ. ლიდერებიც გადავწიოთ ოდნავ უკან (თუ ეწყინებათ, დალიონ ცივი წყალი), ყველა ტელეკომპანიაში, პრესაში თუ ხალხის წინაშე სასაუბროთ მივავლინოთ ახალგაზრდა, პოტენციური ლიდერები, ვისაც დიდი ხანია ელოდება საზოგადოება !

ყველაფერს აქ ვერ დავწერ, ერთს მოგიწოდებთ ყველას, მეტი პატივი ვცეთ ხალხს და ვუერთგულოთ, აი მერე ნახავთ ცვლილების მუხტს, ახლა და ასე არა !!!

თუ ეს პოზიციები გაღიზიანებთ, ნახვამდის, იბუქსავეთ და იყავით… ვისაც ჩემი ესმის მზად ვარ ტყვიას დავუდგე მისთვის და მზად ვარ ჩემს ერთგულ გუნდთან ერთად ნებისმიერ ასპარეზზე მივცე მტკიცე პარტნიორობის მაგალითი !

სამშობლო უპირველეს ყოვლისა