კორონავირუსის ვაქცინა წელიწადნახევარში იქნება მზად

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსს ახალი სახელწოდება – “კოვიდ 19” ( covid 19) მიანიჭა.ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გებრეისუსის განცხადებით, „კოვიდ 19“-ის სამკურნალო ვაქცინა, სავარაუდოდ წელიწადნახევარში იქნება მზად, რადგან ახალი პრეპარატის შექმნას საჭირო კვლევები და დრო ჭირდება. „ამ ხნის განმავლობაში ჩვენ დაუცველები არ ვიქნებით, არსებობს უამრავი საშუალება, რომლებიც ხელმისაწვდომია მოსახლეობისთვის და დაინფიცირებას თავიდან აგვარიდებს.“- აცხადებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ინფორმაციით, კორონავირუსით 1100 -ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 43 ათასი კი დაინფიცირდა.