“თავისუფლების ინსტიტუტი” პარლამენტის წინ, ინსტიტუტის კარავში, პრეზენტაციას გამართავს

23 ნოემბერს, 3 საათზე  “თავისუფლების ინსტიტუტი” პარლამენტის წინ, ინსტიტუტის კარავში, პრეზენტაციას გამართავს.

შეხვედრაზე იმსჯელებენ ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, მათთან გამკლავების გზებსა და ორგანიზაციის ინიციატივებზე.

თავისუფლების ინსტიტუტის გეგმა გულისხმობს, ერთის მხრივ, ფართო საზოგადოებრივ ჩართულობას, ქვეყნის მთავარ პრობლემებზე საუბრისა და გამოსავლის შემუშავების პროცესში, მეორეს მხრივ, პარტიებთან თანამშრომლობას საერთო კონსენსუსით მიღებული ინიციატივების ირგვლივ.