ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კოალიციის შექმნა და მინისტრთა კაბინეტის დანიშვნა ვერ შეძლო, რამაცქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარება დააყენა დღის წესრიგში.

პარლამენტმა  დაშლისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში 17 სექტემბერს გაიმართება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, “ქნესეტში” უთანხმოების მიზეზი კანონპროექტი გახდა, რომლის მიხედვითაც რელიგიური ებრაელებისთვის სამხედრო სამსახური სავალდებულო უნდა გახდეს.

ცნობისთვის, ვადამდელი არჩევნები ტარდება საბერძნნეთშიც.

https://www.gmtv.ge/59163-2/