პარტია ,,საქართველოსთვის” გაძლიერების პარალელურად იზრდება პოლიტიკური ნიშნით ჩვენს მხარდამჭერებზე ზეწოლა – ნათია მეზვრიშვილი

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის,  ნათია მეზვრიშვილის განცხადებით იზრდება პარტია ,,საქართველოსთვის” წევრებზე ზეწოლის შემთხვევები.

,,პარტია ,,საქართველოსთვის” გაძლიერებისა და ზრდის პარალელურად იზრდება პოლიტიკური ნიშნით ჩვენს მხარდამჭეერებზე, პარტიის წევრებზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც უბრალოდ ლოიალურად არიან განწყობილები ჩვენი პარტიის მიმართ, ზეწოლა და მათი პოლიტიკური ნიშნით დევნა.

როგორც მოგეხსენებათ, ეს პროცესი ჯერ კიდევ 11 მაისს დაიწყო, როდესაც მერის მოადგილეები, სპეციალისტები და უბრალოდ რიგითი საჯარო მოხელეები პოლიტიკური ნიშნით თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. სამწუხაროა, რომ დღეს ეს ყველაფერი იძენს კიდევ უფრო მეტად სისტემურ და სადამსჯელო  ხასიათს, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში,” – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.