ხაჩიშვილი: ხათუნა კალმახელიძის ბიძა ეუთოში გიგი წერეთელის ლობია!

პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების “ თავმჯდომარე თეიმურაზ ხაჩიშვილი გიგი წერეთლის ეუთოს საპარლამენტო პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებას ეხმაურება და სკანდალურ განცხადებას ავრცელებს:

-„გიგი წერეთლის დასახელება ეუთოს საპარლამენტო პრეზიდენტობის კანდიდატად არის სააკაშვილის 9წლიანი დანაშაულებრივი რეჟიმის და ამასთანავე 2008წლის ომის გადაფარვის მცდელობა. რუსეთი დელეგაციის მხარდაჭერა გიგი წერეთლის მიმართ არის რუსეთის სახელმწიფოებრივი ინტერესების, რუსეთის პრეზიდენტის და ასევე საქართველოს წინააღმდეგ მიმართული. სლუცკი არის ჟირინოვსკის პარტიის წევრი და იგი ამავე დროს არის ბატონი გოჩა არევაძის ახლო მეგობარი, ხოლო საზოგადოებას შევახსენებ, რომ არევაძე გახლავთ ხათუნა კალმახელიძის ბიძა. (ხათუნა კალმახელიძე იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სადაც ხდებოდა პატიმრების მასიური წამება და მკვლელობა). სლუცკი ტყუის როდესაც საუბრობს რომ მისი მხარდაჭერა გიგი წერეთლისადმი არის ქართველი ხალხისადმი პატივისცემა. მივმართავ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს,შეისწავლოთ აღნიშნული საკითხი რადგან რუსეთის ეუთოს დელეგაციის მოქმედება არის სააკაშვილის რეჟიმის და 2008 წლის სააკაშვილის მიერ პროვოცირებული ომის გამართლება, რაც არამარტო რუსეთის არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგა მიმართული. საქართველოს ხელისუფლებას ვთხოვ მტკიცე პროტესტი გამოთქვან გიგი წერეთლის შესაძლო არჩევასთან დაკავშირებით“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარის დატოვება