გიგი წერეთელი: „ოცნებას“ ეშინია ჩემი!

“ევროპის სახალხო პარტიის” წევრები “ქართული ოცნების” იმ განცხადებას ეხმაურებიან, სადაც მმართველი გუნდი ამბობს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის არჩევას მხარს არ დაუჭერს. EPP- ისთვის “ქართული ოცნების” განმარტებები გაუგებარია.

შვედეთის პარლამენტის წევრი კრისტიან ჰოლმ ბარფელდი ამბობს, რომ ის არაერთ არჩევნებს დასწრებია და მოუხდენია მისი მონიტორინგი თუმცა ყოველთვის დემოკრატიული სტანდარტებით ხელმძღვანელობდა. რაც შეეხება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის თანამდებობაზე გიგი წერეთლის კანდიდატურას, ბარგელდი მას მხარს უჭერს.

“ბევრ არჩევნებზე ვყოფილვარ დამკვირვებელი, მე პოლიტიკურ პარტიას წარმოავდგენ, მაგრამ როდესაც საარჩევნო პროცესს ვაკვირდები, ყოველთვის დემოკრატიული, საერთაშორისო სტანდარტებით ვხელმძღვანელობ,”-განაცხადა კრისტიან ჰოლმ ბარფელდიმ.

თავად წერეთელი კი მმართველი გუნდის განცხადებას სამარცხვინოს უწოდება და ამბობს:

-„ქართულმა ოცნებამ სამარცხვინო მარათონი წამოიწყო ჩემი და ევროპის სახალხო პარტიის წინააღმდეგ.  მათ ეშინიათ ჩემი, რომ არ გავხდე პრეზიდენტი. ეს ევროპული სტანდარტისთვის არის მიუღებელი“.

კომენტარის დატოვება