,,ხელისუფლებაზე ზეწოლა მიდის, რადგან რაღაც ნაბიჯებს არ დგამს ისე, როგორც ვიღაცას მიაჩნია” – ბექა დავითულიანი

ევროპარლამენტი არის პოლიტიკური ორგანო, რომელიც მუშაობს პოლიტიკური მიზანშეწონილობით, გარკვეულ ეტაპზე გარკვეულ ინტერესთა ჯგუფებს შორის არის სტრატეგიულ მიზანზე შეუთანხმებლობა, რა სტრატეგიული მიზანია, ამ ყველაფერზე მოგვიანებით იქნება განმარტება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, “ვიღაცებს”მიაჩნიათ, რომ საქართველო არ დგამს გარკვეულ ნაბიჯებს, რაც ეროვნულ ინტერესებს დააზიანებდა.

კითხვაზე, გულისხმობს თუ არა ამაში ისევ ომში ჩართვის სურვილს, როგორც აქამდეც ამბობდნენ, დავითულიანი აღნიშნავს, რომ ბევრ რამეს გულისხმობს და ამაზე კანდიდატის სტატუსის ბედის გადაწყვეტამდე არ ისაუბრებენ.

“მუდმივად მიდის აპელირება სანქცირებაზე, მოახერხეს სამწუხაროდ, ვიღაცებმა, რომ ეს თემა დამდგარიყო დღის წესრიგში ევროპარლამენტის დონეზეც, თუმცა, არავითარი მოლოდინი არ მაქვს, რომ ეს იქნება რეალური და გაგრძელება ექნება. ნულოვანი საფუძველი აქვს ამას. ვერც ერთი სამართლებრივი და მორალური მიზეზი ვერ იქნება მოძებნილი რომელიც დაადასტურებს, რომ ეს რამენაირად სერიოზულია.

ევროპარლამენტიც არის პოლიტიკური ორგანო, რომელიც მუშაობს პოლიტიკური მიზანშეწონილობით. გარჯვეულ ეტაპზე გარკვეულ ინტერესთა ჯგუფებს შორის არის სტრატეგიულ მიზანზე შეუთანხმებლობა, რა სტრატეგიული მიზანია, ამ ყველაფერზე მოგვიანებით იქნება განმარტება, ამის გამო მიდის საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა, რადგან რაღაც ნაბიჯებს არ დგამს ისე, როგორც ვიღაცას მიაჩნია, რომ უნდა გადადგას, რაც მიგვაჩნია, რომ ეროვნული ინტერესის დაზიანება იქნება. ბევრ რამეს ვგულისხმობ, ოღონდ ამაზე კანდიდატის სტატუსის ბედის გადაწყვეტამდე არ ვისაუბრებ“,- განაცხადა დავითულიანმა.