მერაბ ბერაია: აფხაზეთს დავიბრუნებთ აუცილებლად!…

მერაბ ბერაია

„პროგრესულ-დემოკრატების“ დევნილთა გაერთიანებული ორგანიზაციის თავმჯდომარე

-„აფხაზეთს დავიბრუნებთ აუცილებლად, რადგან ჩვენს მხარეს არის ისტორიული სამართლიანობა. მისი დაბრუნება, უბრალოდ, დროის საკითხია. მე ამის ღრმად მწამს და ყოველთვის ვამბობ, რომ ეს აუცილებლად მოხდება, თუმცა ამ გზაზე ძალიან დიდი პრობლემებია. რაც უფრო გამწვავდება რუსებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობა, მით უფრო მეტი ნიშა ჩნდება ქართულ-აფხაზური დაახლოებისა და ხელახალი შერიგებისათვის. ორივე მხარემ უნდა გადააბიჯოს წყენას და დათმობებზე წავიდეს. არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: მე ვერ დავბრუნდები იმ აფხაზეთში, სადაც არ იქნება შარტავას ქუჩა. აფხაზი კი მახვედრებს არძინბას ქუჩას. მე ამ ქუჩაზე ვერ ვიცხოვრებ.

აფხაზეთი არის ქართველთა და აფხაზთა საერთო სახლი. თუ ვერ შევთანხმდებით და ერთად ვერ ვიცხოვრებთ ამ საერთო სახლში, მაშინ, ალბათ, მოგვიწევს ფიქრი ამ სახლის ცივილიზებულად გაყოფაზე – ყველას თავისი კუთხე მივუჩინოთ და თანაცხოვრება ხელახლა ავაწყოთ.“

კომენტარის დატოვება