მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი კახეთში…

კახეთში,  გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიუსაფარ ცხოველთა (ძაღლი/კატა) რეგიონული თავშესაფარის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.
მის მშენებლობას და აღჭურვას აფინანსებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.
თავშესაფრის საქმიანობის კონტროლს განახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო.