სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით გარკვეული მიდგომების შემუშავება დაიწყება

თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის  შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში საკრებლოს უმრავლესობის წევრები, გამგებლები და მათი მოადგილეები მონაწილეობდნენ.

რა საკითხზე მსჯელობდნენ დეპუტატები? ამ კითხვით დიდუბის რაიონის მაჟორიტარს ლადო ძნელაძეს დავუკავშრდით, რომელიც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ფორმატით ესწრებოდა შეხვედრას.

-შეხვედრა მართლაც მნიშვნელოვანი იყო და საინტერესოდაც წარიმართა. კომისიის შემადგენლობაში მყოფმა საკრებულოს დეპუტატებმა,ქალაქში სამომავლოდ განსახორციელებელ სოციალურ და ჯანდაცვით პრიორიტეტებზე იმსჯელეს.

მომავალი ოთხი წლის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს და არსებული გამოცდილების საფუძველზე სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით გარკვეული მიდგომების შემუშავებაზე იმსჯელეს. ეს ის საკითხებია, რომელიც ყოველთვის საჭიროებს ყურადღებას და განახლებას, რათა ჩვენმა მოსახლეობამ, ჩვენმა ამომრჩეველმა მეტი სიკეთე მიიღოს და აღნიშნული მიმართულებები უფრო დახვეწილი და ყველაზე მთავარი-მოქალაქეებზე მორგებული იყოს-განაცხადა ჩვენთან საუბარში ლადო ძნელაძემ.