თითქოს ჯინაზე,სწორედ ეს დამახინჯებული ფრესკებია გამოქვეყნებული ვიკიპედიაში და სხვადასხვა გამოცემებში

სოსო მანჯავიძე

თბილისის საკრებულოს დეპუტატი

-“ვარძიაში,თამარ მეფის ფრესკასთან გაჩენილმა ხანძარმა გამახსენა.
არსებობს ოთხი ფრესკა,რომლებზეც თამარ მეფეა გამოსახული.ორი მათგანი, ბეთანიისა და ყინწვისის ფრესკები პირვანდელი სახითაა გადარჩენილი და მათზე მკრთალად, მაგრამ მაინც გარკვეულად იკითხება თამარ მეფის ხატება.

თამარ მეფის სახე ბეთანიის ტაძარში

tamar_mefe tamars_fresco_at_betania
ვარძიაში ფრესკები განახლებულია გვიან შუა საუკუნეებში და ასახავს ქართული კულტურის დაცემის პერიოდს.
მათზე გამოსახული თამარი ნამდვილად არ შეესაბამება წყაროების ცნობებს მისი იგავმიუწვდომელი სილამაზის შესახებ,რომელიც ნათლად ჩანს ბეთანიისა და ყინწვისის ფრესკებში.
არადა ,თითქოს ჯინაზე,სწორედ ეს გვიანდელი, დამახინჯებული ფრესკებია გამოქვეყნებული ვიკიპედიაში და სხვადასხვა გამოცემებში.
კარგი იქნებოდა კულტურის სამინისტროს ეზრუნა ამ საკითხზე.
არაა სასიამოვნო,როცა სილამაზით სახელგანთქმულ მეფეზე საუბრობ და ვარძიის ფრესკა მოგყავს ამის დასტურად…უხერხულია!”

 

 

კომენტარის დატოვება