მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედროებმა მრავალშვილიანი ოჯახები მოინახულეს(video)

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები მოინახულეს. ამჯერად ისინი თელავსა და მიმდებარე სოფლებში ხუთ ოჯახს ეწვივნენ და საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი გადასცეს. მე-20 კადრირებული ბრიგადის პირად შემადგენლობასთან ერთად, ქალაქ თელავის მერიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

თელავში დისლოცირებული ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეტაპობრივად სტუმრობენ და შეძლებისდაგვარად, პირველადი მოხმარების ნივთებითა და სხვადასხვა სახის პროდუქტით ამარაგებენ. ოჯახების შერჩევის პროცესში ჯარისკაცებს დახმარებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უწევენ.