“ზოგიერთი პროკურორი და გამომძიებელი ცდილობს დააშინოს ადვოკატი” – მიმართვა შოთაძეს

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე, უფლებადამცველი გიორგი თევზაძე  ადვოკატებისა და საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის გამგეობის წევრის,  ადვოკატის ზაზა ხატიაშვილის ერთობლივ პრესკონფერენციას გამოეხმაურა.

 პრესკომფერენციაზე ზოგიერთი პროკურორის მხრიდან ადვოკატების მიმართ მუქარის შემცველ განცხადებაზე ისაუბრეს , რაც უდაოდ ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლებში გაკვირებასთან ერთად დამატებით კითხვებსაც ბადებს…

გიორგი თევზაძის გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია:

-ჩვენთვის გამართული პრესკომფერენციიდან ცნობილი გახდა,რომ ზოგიერთი პროკური და გამომძიებელი ადვოკატის მიმართ ავლენს შეუსაბამო დამოკიდებულებას და ცდილობს დააშინოს იგი , თუმცა ვიმედოვნებთ,რომ ადვოკატის მიმართ ზოგიერთი პროკურორის თუ გამომძიებელის ასეთი დამოკიდებულება და მოთხოვნები, რომელიც კანონის მოთხოვნასთან შეუსაბამოა, შესაძლებელია იყოს ცალკეული სამართალდამცველი უწყების წარმომადგენელის ინდივიდუალური მოსაზრება და გამოვლენილი მიდგომა ადვოკატებისადმი, რაც ყოვლად მიუღებელია დემოკრატიული საზოგადოებისათვის  და თავისთავად ჩრდილს აყენებს თავად პროკურატურის და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურრის სისტემას, ხოლო თუ ასეთი დამოკიდებულება და მოთხოვნა ადვოკატების მიმართ სისტემური პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს, ასეთ შემთხვევაში საქმე გვაქვს ადვოკატთა მიმართ შესაბამისი უწყებების მხრიდან გამოვლენილ სისტემური დევნის დასაწყისთან, რომლის დაჯერება დღევანდელ პირობებში ნამდვილად არ გვსურს.

მივმართავთ საქართველოს მთავარ პროკურორს დროულად მოახდინოს აღნიშნული ფაქტის შესწავლა და განახორციელოს შესაბამისი რეაგირება, რათა მომავალში არ გამეორდეს ანალოგიური ფაქტი.

როგორც საინფორმაციო წყაროებიდან ცნობილი გახდა საზოგადოებისათვის კერძოდ, ადგილი აქვს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიისა და პროკურორის მიერ ადვოკატების დაბარების ფაქტებს, რომლებისაგანაც ითხოვენ მათი კლიენტის მიერ მოტანილი ინფორმაციის ან წარმოდგენილი დოკუმენტის გადამოწმებას,წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებიან ადვოკატს ბრალის წაყენებით.რა ფაქტსაც სამი ქალბატონი ადვოკატის მიმართ ქონდა ადგილი, რაზედაც აღნიშნულმა ადვოკატებმა და ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის გამგეობის წევრმა ცნობილმა ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა ერთობლივი პრესკომფერენცია გამართეს და საზოგადოებას გააცნეს აღნიშნული ფაქტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს, დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რათა ადგილი არ ქონდეს მომავალში ქვეყანაში პროკურორების მხრიდან მსგავსი დამოკიდებულებას ადვოკატების მიმართ, რომლებიც ბრალდებისა და სასამართლო სისტემასთან ერთად ქვეყანაში მართლსაჯულების განმახორციელებელ ერთერთ მნიშვნელოვან მხარეს (დაცვის მხარეს) წარმოადგენს და რაც ქვეყანაში ადამიანის უფლებების მიმართულებით:.