ქუთაისში კაცს დენმა დაარტყა

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცს დენმა დაარტყა – ამის შესახებ ინფორმაციას „მთავარი არხი” ავრცელებს.

შემთხვევა ჰიპერმარკეტების ქსელ „გორგიას” მიმდებარე ტერიტორიასთან, ელექტროენერგიის გამანაწილებელი ჯიხურის ეზოში მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, კაცს ორმოში მობილური ტელეფონი ჩაუვარდა, მის ამოსატანად ჩასულს კი დენმა დაარტყა. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.