ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში – ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. – ამის შესახებ ინფორმაციას „TV25.GE” ავრცელებს

როგორც გამოცემას სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში განუცხადეს, დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. მას ჭრილობა თავის არეში აღენიშნებოდა.

მიმდინარეობს გამოძიება.