ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში – არის მსხვერპლი

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევას კაცი ემსხვერპლა. „ინფო რუსთავის” ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი შუა ხნის ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა.

ქვეითი ადგილზევე გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.