„მტერი გიჟდება, რადგან ჩვენ ვიმარჯვებთ” – ოლენა ზელენსკა

უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა Twitter-ზე წერს:

„რუსული რაკეტები მასობრივად ხვდება უკრაინის ქალაქებს და ჩვენს შვილებს კიდევ ერთხელ უწევთ მეტროში დამალვა. ჩვენს დაშინებას და გატეხას ცდილობენ – მაგრამ უკრაინელები მღერიან. სიმართლე ჩვენი ერის მხარესაა. უკრაინელებს არ ეშინიათ, მათ იციან: მტერი გიჟდება, რადგან ჩვენ ვიმარჯვებთ”