პოლონეთი საკუთარ მოქალაქეებს ბელარუსის დატოვებისკენ მოუწოდებს

პოლონეთი ბელარუსში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი” ავრცელებს.

„ჩვენ ვურჩევთ ბელარუსის ტერიტორიაზე მყოფ პოლონეთის მოქალაქეებს, დატოვონ ქვეყნის ტერიტორია ხელმისაწვდომი კომერციული და კერძო საშუალებებით” – წერია პოლონეთის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციაში.

ვარშავასა და მინსკს შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც პოლონეთმა მეზობელი ბელარუსი თავის საზღვართან მიგრაციული კრიზისის ხელოვნურად შექმნაში დაადანაშაულა.

უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შედეგად ურთიერთობები ამ ორ ქვეყანას შორის უფრო მეტად დაიძაბა.