სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

სომხეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სომხეთში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

განსაკუთრებული რეჟიმი მეზობელ სახელმწიფოში დღეს შევიდა ძალაში და 16 აპრილამდე გაგრძელდება.

ამ დრომდე სომხეთში ახალი “კოვიდ-19”-ით დაინფიცირების 30 შემთხვევაა გამოვლენილი.