“კორონას კრიზისმა აჩვენა, რომ მთლიანობაში, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა არ არის მომზადებული…”

დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ჰოსპიტალური სექტორის პრივატიზაციას უარყოფითად აფასებს და  ნაცვლიშვილი საყოველთაო ჯანდაცვის ეფექტიანად მოქმედებისთვის მუნიციპალური საავადმყოფოების აშენებას აუცილებლად მიიჩნევს.

კორონას კრიზისმა აჩვენა, რომ მთლიანობაში, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა არ არის მომზადებული. გამომდინარე იქიდან, რომ ყველაზე დიდი დანაშაული, რაც თავის დროზე ამ ქვეყანაში მოხდა, ეს არის ჯანდაცვის კომერციალიზაცია. ყველა დიდ რეგიონში, სადაც არ არის მუნიციპალური საავადმყოფო, მყისიერად უნდა დაიწყოს მუნიციპალური საავადმყოფოების მშენებლობა, რომ ამანაც შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და შემდგომში, ქვეყანა უკვე გადავიდეს საყოველთაო ჯანდაცვაზე, რადგან ჯანმრთელობა არ არის ფუფუნება,”- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.