მოვაჭრეები ბაზრობის ორი კვირით დახურვას ითხოვენ

დიდუბეში, “თერგის” ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრობის ორი კვირით დახურვას და ტერიტორიაზე დეზინფექციის ჩატარებას ითხოვენ.  მათი განცხადებით, მას შემდეგ რაც ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, ბაზრობა სპეციალური ხსნარით ჯერ არავის დაუმუშავებია და თითოეული მათგანი საფრთხის ქვეშ არის.

“ბოლო დროს ძალიან შემცირდა ვაჭრობა,  ჩვენი ერთადერთი შემოსავლის წყაროს კი ეს მაღაზიები წარმოადგენს. ვთხოვთ ხელისუფლებას, როგორც სხვაგან, ჩვენთანაც დახუროს ორი კვირით მაღაზიები  და მთლიან ბაზრობას დეზინფექცია ჩაუტაროს. ის  დღეები კი, რა დროსაც იზოლაციაში ვიქნებით, გაგვათავისუფლონ გადასახადებისგან”- აცხადებენ მოვაჭრეები.