“არ ვამბობ რომ ყველაფერი იდეალურადაა, მაგრამ დამეთანხმებით რომ გარკვეული პოზიტიური თვისებები აშკარად გამოვავლინეთ”

ოთარ ფანცულაია

ეკონომისტი

იდეოლოგიამ, რომლის შექმნაზეც რამდენიმე წელია თავდაუზოგავად ვმუშაობ (“სამოქალაქო პატრიოტიზმი”), ყველაზე კრიზისულ ვითარებაში გამოავლინა ეფექტურობა და ქმედითუნარიანობა, რაც ჩეთვის უდიდესი სიამაყის საგანს წარმოადგენს.

1.გარკვეული წინააღმდეგობის და ხარვეზების მიუხედავად ქართულ საზოგადოებას აღმოაჩნდა მაღალი თვითორგანიზების უნარი;

2.გლობალისტურმა იდეოლოგიებმა სრულიად დაკარგეს აქტუალობა, ხოლო წინა პლანზე წამოიწია სამოქალაქო სოლიდარობის და სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხმა;

3.პოლიტიკურმა პარტიებმა ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა კომპრომისული მიდგომები, მაკონსოლიდირებელი იდეები, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა დააყენეს;

4.ქვეყანა განსაკუთრებული პანიკის გარეშე შეეჭიდა ურთულეს გამოწვევას, რამაც ნათლად გამოკვეთა თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს პროფესიონალიზმს საქმეში;

5.მოქალაქეები ზრუნავენ ერთმანეთზე, პრაქტიკულად არ გამოხატავენ აგრესიას ერთმანეთის მიმართ და ცდილობენ ქველმოქმედება აქციონ ცხოვრებისეულ ნორმად.

6.არ ვამბობ რომ ყველაფერი იდეალურადაა, მაგრამ დამეთანხმებით რომ გარკვეული პოზიტიური თვისებები აშკარად გამოვავლინეთ, და თუკი კრიზისის დაძლევის შემდეგაც ამ განწყობით გავაგრძელებთ განვითარებას, ჩვენ იმაზე ბევრად უფრო ადრე დავიმკვიდრებთ ღირსეულ ადგილს მსოფლიოს ცივილიზებულ ქვეყნებს შორის, ვიდრე იქამდე შეგვეძლო გვევარაუდა