სააღმზრდელო პროცესი თბილისის 180 საჯარო საბავშვო ბაღში განახლდა

სააღმზრდელო პროცესი დღეს თბილისის 180 საჯარო საბავშვო ბაღში განახლდება. ბაგა-ბაღების სააგენტოს უფროსის, კახაბერ გვანცელაძის ინფორმაციით, წელს 61 ათასზე მეტი აღსაზრდელი დარეგისტრირდა, აშენდა 9 ახალი ბაღი და ორს კი ახალი შენობა დაემატა.

მისივე განმარტებით, ათობით საბავშვო ბაღში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მათ შორის 40 შენობა აღიჭურვა თანამედროვე სახანძრო სისტემებით. ახალი სასწავლო წლისათვის გადამზადდნენ პედაგოგებიც.

მთელი წლის განმავლობაში კი,  40 მეთოდისტი 3ათასზე მეტ პედაგოგს გადაამზადებს. სააღმზრდელო პროცესი, მხოლოდ ერთ ისნის რაიონში მდებარე 26-ე საჯარო ბაღში დაიწყება დაგვიანებით. სწავლა ოქტომბრის დასაწყისში, ალტერნატიულ შენობაში განახლდება.