აბაშიძე-კარასინის შეხვედრა ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ პირველად იმართება

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს დღეს შეხვდება.

როგორც უკვე ცნობილია, აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე იმსჯელებენ 2011 წლის შეთანხმებაზე საბაჟო მონიტორინგის შესახებ. აბაშიძის თქმით, შეთანხმების შესაბამისად , საქართველომ გააფორმა კონტრაქტი შვეიცარიულ კომპანიასთან, გასული წლის ბოლოს. რუსეთის მხარემ კი, ანალოგიური კონტრაქტი დადო იმავე კომპანიასთან, რამდენიმე დღის წინ.

საუბარი იქნება ამ პროექტის პერსპექტივზე, ხედვებსა და პრინციპებზე. შეხვედრა ოკუპირებული ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ პირველად იმართება და ზურაბ აბაშიძის თქმით, ყურადღება გამახვილდება არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე.